პროექტი



პროექტის სახელწოდებაშენი ჯანმრთელობა —შენს ხელთაა


პროექტის მიზნები და მთავარი იდეა: ხელი შეუწყოთ მოსწავლლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის მოთხოვნილების ფორმირებას.შევუქმნათ პირობები ,რათა საკუთარი ორგანიზმის ჯანმრთელობის თვითშეცნობის უნარი ჩამოუყალიბდეთ.მოზარდებმა გაიაზრონ ჯანმრთელობის მნიშვნელობა.შეძლონ გავრცელებული ვირუსებისგან თავის დაცვა და მოახდინონ მისი პრევენცია.

პროექტის თემის აქტუალობა:
ჯანმრთელობა ყოველთვის ყველაფერზე მაღლა დგას თუმცა ვირუსის თემა საკმაოდ აქტუალურად დგას დღესდღეობით,საჭიროა თითოეულმა ადამიანმა გაიაზროს საფრთხე და ასევე გაეცნოს სიმპტომებს.თუ რა სიმპტომებით ხასიათდება ესა თუ ის ვირუსი.
ჯანმრთელობის განმტკიცება არ არის დამოკიდებული მარტო ადამიანის პასუხისმგებლობაზეარამედ ის მოიცავს საზოგადოების წევრებს,სკოლას,ოჯახსმოსწავლე დროის დიდ ნაწილს ატარებს სკოლაში.დღევანდელი საგნმანათლებლო სისტემის სწავლება კი მოიცავს  მოსწავლეებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას .ჩემი პროექტის განხორციელებით შევძლებ მოზარდებს  დახმარება გაუწიო ჯანმრთელობის შესანარჩუნებელი ტექნოლოგიების ათვისებაში.მთავარია,ვასწავლოთრომ მოსწავლეებმა საკუთარ ჯანმრთელობას მოეკიდონ პასუხისმგებლობით.
მოსწავლე ,რომელიც არ ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე ,არ იცავს ჯანსაღი ცხოვრების შესანარჩუნებლად გარკვეულ პირობებს,ვერ იქნება ჯანმრთელი ,მიუხედავად სკოლისა და ოჯახის ძალისხმევისა.ერთადერთი შედეგი ჯანმრთელობის სწავლებისა არის –პირადი პასუხისმგებლობა და საკუთარი ინდივიდუალური თავისებურებების ცოდნა.
მიზანი
1.     მოზარდებმა გაარკვიონ ,როგორია თანატოლების ჯანმრთელობის მდგომარეობა
2.     შეიძინონ ცოდნა ადამიანის ჰიგიენის საკითხების ანალიზისას,რათა ჰქონდეთ მაღალი შრომისუნარიანობა
3.     გამოიმუშაონ უნარები,რათა დამოუკიდებლად ამოხსნან და გადაწყვიტონ დასახული ამოცანები
4.     განუვითარდეთ ლოგიკურ-ანალიტიკური აზროვნება.
5.     სხვადასხვა სასწავლო დისციპლინების -ფიზიკის,ქიმიის და ბიოლოგიის ცოდნა გამოიყენონ იმ პროცესების ასახსნელად ,რომელიც მიმდინარეობს ადამიანის ორგანიზმში.
6.     გამართონ პრეზენტაციები,რათა ჯანსაღი წესის პროპაგანდირება შეძლონ.
მეთოდები:
1.ინფორმაციის შეგროვება
2.სამეცნიერო -პოპულარული ლიტერატურის შესწავლა
3.გამოკითხვების ჩატარება-ანკეტირება
4.ცდა-ექსპერიმენტები
5.პრაქტიკულ-ლაბორატორიული კვლევები
6.პრეზენტაცია
მონაწილეთა ასაკი: 13-14 წელი
საკვლევი თემა ——ჯანსაღი ცხოვრების წესის ცოდნა,დაცვა და თანატოლებში პროპაგანდა.
  
აქტივობა .,,ჯანმრთელობის დღიურის,,- შექმნაგანხორციელების დროთებერვალი-მარტი.
მიზანი:-მოზარდებმა ,სასიცოცხლო ფასეულობათა  პრიორიტეტებში ,ჯანმრთელობის მნიშვნელობა გაიაზრონ.
ამოცანები:
.მოსწავლეები აწარმოებენ მონიტორინგსსაკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დღიურის ფორმით. (სიმაღლე,წონა,წნევა,პულსისუნთქვის სიხშირე,მხედველოობა,სმენა,ფსიქიკურ-ემოციური თავისებურებანი)
.მოზარდები ანკეტირებით  სწავლობენ თვითდიაგნოსტირებას.(თამბაქო,ალკოჰოლი და ნარკოტიკები,ფიზიკური ვარჯიში,კვებითი ჩვევები,სტრესის კონტროლი,უსაფრთხოება)

შედეგად მინდა მოსწავლეებმა  გაითავისონ,რომ სხვის ჯანმრთელობას აუცილებლად უნდა გაუფრთხილდნენ,თუ ავად იქნებიან თავი აარიდონ სკოლაში მისვლას,ხალხმრავალ ადგილებში სიარულს,აუცილებლად მიმართონ ექიმს,რადგან თვითმკურნალობამ შეიძლება უარეს შედეგამდე მიგვიყვანოს.

კავშირი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: 
მოსწავლეს შეუძლია გაითავისოს ჯანსაღი ცხოვრების წესი,როგორც ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობისა და საზოგადოებაში წარმატების მიღწევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პირობა.






Comments