გეგმა


                                       გაკვეთილის დაგეგმვა და მომზადება ისტ-ის გამოყენებით

გაკვეთილის თემა
თვეები და სეზონები
მასწავლებლის სახელი, გვარი
ნანა სიჭინავა
საგანი/საგნები
ბუნება
სამიზნე ჯგუფი
მე-2 კლასი
მიზნები და ამოცანები
ბუნბუნ.II.4.
II კლასი
იმოსწავლეს შეუძლია სეზონური მოვლენების დახასიათება
ინდიკატორები
თანმიმდევრობით ჩამოთვლის სეზონებს და თვეებს;
ერთმანეთს ადარებს სეზონებს,საუბრობს მათ განმასხვავებელ ნიშნებზე,აკეთებს კოლაჟებს,ჩანახატებს და სხვა;
აღწერს იმ ცვლილებებს,რომლებსაც განიცდიან მცენარეები და ცხოველები სეზონების მიხედვით (მაგ; ფოთოლცვენა,ყვავილობა,ბეწვის ფერის შეცვლა);ჩამოთვლის მაგალითებს სეზონების მიხედვით ადამიანის საქმიანობის და ცხოველების ქცევის შესახებ (მაგ; ხვნა,თესვა,ფრინველების გადაფრენა)
ახარისხებს ტანსაცმელს სეზონების მიხედვით;
ჩამოთვლის მისთვის მნიშვნელოვან დღესასწაულებს და აკავშირებს სეზონებთან.


გაკვეთილის მსვლელობა (გაკვეთილის სტრუქტურა და აქტივობების აღწერა)
- გაკვეთილის დასაწყისში მასწავლებელი გონებრივი იერიშის საშუალებით მოსწავლეებს ახსენებს განვლილ მასალას

აქტივობა1.   „იპოვე შენი სეზონი“
მიზანი
მოსწავლემ შეძლოს წელიწადის დროებისა და თვეების თანმიმდევრულად დასახელება
რესურსები
ბარათები-თვეების,ტრაფარეტები კი სეზონების წარწერებით,ფლიპჩარტები,ფერადი ფანქრები ფლომასტერები,წებო.
მიმდინარეობა
მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები,თითოს-თითო ბარათი ერთი რომელიმე თვის წარწერით.
მიმდინარეობა
მოსწავლეებს ურიგდებათ ბარათები,თითოს-თითო ბარათი ერთი რომელიმე თვის წარწერით.საკლასო ოთახი მომზადებულია ჯგუფური მუშაობისთვის.მერხები განთავსებულია ოთხი ჯგუფისთვის: ერთი ჯგუფი -ერთი წელიწადის დრო.ყოველი ჯგუფისთვის განკუთვნილი მერხებიდან ერთ-ერთზე დევს ტრაფარეტი  წელიწადის დროის წარწერით. მასწავლებლის ნიშანზე მოსწავლეები შემოუსხდებიან იმ სეზონის მერხებს,რომლის კუთვნილი თვეც უჭირავთ ხელში.მასწავლებელი ამოწმებს,რამდენად სწორად განაწილდნენ „თვეები“ წელიწადის დროების მიხედვით, თითოეულ ჯგუფს სთხოვს თანმიმდევრობით დასახელებას იმ სეზონების თვეებისა,რომლებიც შეხვდათ.
ამის შემდეგ მასწავლებელი ჯგუფებში დაარიგებს ფლიპჩარტებს და სთხოვს მოსწავლეებს თვეების ბარათების თანმიმდევრობით დაწებებასა და სეზონის დასახელების დაწერას.
გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მოსწავლეები ერთმანეთის გვერდით,თანმიმდევრობით გააკრავენ დაფაზე თავიანთი ჯგუფის ნამუშევარს და მიიღებენ წელიწადის დროების მიმდევრობის სურათს.
აქტივობა 2. „წელიწადის დროები“
მიზანი
მოსწავლემ შეძლოს წელიწადის დროების დახასიათება,ერთმანეთთან შედარება
რესურსები
ფერადი ფურცლები,ყუთი.
მიმდინარეობა
მასწავლებელი მოსწავლეებს სვამს წრეში. დახურულ ყუთში ჩაყრილია ფერადი ფურცლები.მასწავლებელი ავალებს მოსწავლეებს ყუთთან სათითაოდ მისვლასა და ფურცლის ამოღებას.ქაღალდის ფერი სიმბოლურად აღნიშნავს წელიწადის დროს.მოსწავლეები საუბრობენ წელიწადის იმ დროის შესახებ.რომელსაც ეს ფერი აგონებთ,ხსნიან,რატომ გაახსენა ამ ფერმა წელიწადის ეს დრო და რა საგანს თუ მოვლენას უკავშირებს ამ ფერს (მაგ, თეთრი ფერი შეიძლება დააკავშიროს თოვლთან,ყვითელი-შემოდგომის ფოთლებთან)
დასასრულს,მოსწავლეები ინდივიდუალურად ხატავენ მათთვის საყვარელ წელიწადის დროს,ნამუშევრებს გამოფენენ საკლასო ოთახში.
დამატებითი განმარტება აქტივობისთვის
მასწავლებელი შეკითხვების დახმარებით უნდა შეეცადოს,რაც შეიძლება მეტი კავშირი მოაძებნინოს მოსწავლეებს ფერსა და სეზონს შორის (ხილის,თოვლის,ფოთლის ფერები).

აქტივობა 3. თამაში „გამოიცანი“
მიზანი
მოსწავლეებმა შეძლონ წელიწადის დროების დახასიათება და თვეების თანმიმდევრობით დასახელება
რესურსები
კალათა,პატარა,დაკეცილი ბარათები სეზონების წარწერით.
მიმდინარეობა
მასწავლებელი დაფასთან იძახებს ორ მოსწავლეს,რომელთაგანაც ერთ-ერთი კალათიდან იღებს დაკეცილ ბართს,ხსნის,ჩუმად კითხულობს და მაგიდაზე დებს.
კალათაში მოთავსებულია დაკეცილი ბარათები სეზონების წარწერით.მოსწავლე ჯერ პანტომიმით მიანიშნებს მეწყვილეს და ცდილობს,მიახვედროს,რომელი სეზონი შეხვდა.ბოლოს კი ასახელებს სეზონის რომელიმე თვეს და მის რიგითობას,როცა მეწყვილე გამოიცნობს,ისინი როლებს შეცვლიან.
შემდეგ მეორე წყვილი გამოდის და ასე გრძელდება ბარათების ამოწურვამდე.
დამატებითი განმარტება აქტივობისთვის
მრავალრიცხოვან კლასებში ბარათების რაოდენობა უნდა იყოს მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისი_თვეები შეიძლება განმეორდეს.
აქტივობა 4 „დაბადების დღე“
მიზანი
მოსწავლეებმა შეძლონ მათთვის მნიშვნელოვანი თარიღის(მოვლენის)წელიწადეის დროსთან და თვესთან დაკავშირება,წელიწადის დროების დახასიათება და ერთმანეთთან შედარება.
რესურსები
კალათა,ბურთები თვეების წარწერით,4ტრაფარეტი წელიწადის დროების წარწერით,4 პოსტერი-თითოეული რომელიმე სეზონის თვეების დასახელებით,მარკერები.
მიმდინარეობა
მასწავლებელი ირცევს ოთხ მოსწავლეს და სთხოვს,სათითაოდ მოუთხრონ კლასს საკუთარი დაბადების დღის შესახებ,მასწავლებელი კითხვებით მიმართულებას აძლევს მათ საუბარს:
-როგორი ამინდია შენს დაბადების დღეზე?
-რა გაცვიათ შენ და შენს მეგობრებს?
-მოდის თუ არა თოვლი?
-ხეები აყვავებულია თუ არა და ა.შ,
ამ შეკითხვების შემდეგ კლასმა უნდა გამოიცნოს,წელიწადის რომელ დროს არის მისი დაბადების დღე.ამის შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს,დასხდნენ იმ სეზონის აღმნიშვნელ ტრაფარეტთან,რომელშიც ისინი დაიბადნენ.
ჯგუფებში დახვდებათ პოსტერი,რომელზედაც წერია ამ სეზონის სამივე თვე.
მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს,თავისი სახელი მიაწერონ იმ თვის გასწვრივ,რომელ თვეშიც ისინი დაიბადნენ
სამუშაოს დასრუოლების შემდეგ თითოეული ჯგუფი წარმოადგენს პრეზენტაციას,რომლის დროსაც საუბრობენ იმ სეზონის შესახებ,რომელშიც დაიბადნენ.
დამატებითი განმარტება აქტივობისთვის.
მრავალრიცხოვან კლასებში ბარათების რაოდენობა უნდა იყოს მოსწავლეთა რაოდენობის შესაბამისი_თვეები შეიძლება განმეორდეს.
ამ აქტივობის დაწყებამდე მასწავლებელმა უნდა შეარჩიოს 4 ისეთი მოსწავლე,რომლებიც წელიწადის სხვადასხვა დროს არიან დაბადებული.


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ინფორმაციის წყაროები (ნაბეჭდი, ელექტრონული და სხვა..)
ეროვნული სასწავლო გეგმა,სხვადასხვა ინტერნეტ მასალები,მასწავლებლის წიგნი და დამატებითი რესურსები,
გამოყენებული ელექტრონული მასალა
https://www.youtube.com/watch?v=M_j1wwBLr7Q წელიწადის დროები
https://www.youtube.com/watch?v=elGg0fFbVPI როგორ იცვლება ხე სეზონების მიხედვით
https://www.youtube.com/watch?v=AojanyQAWsM სეზონების ცვალებადობა

ელექტრონული პროგრამები და რესურსები
youtube.com

ტექნიკა და ინსტრუმენტები
რესურსები
ბარათები-თვეების,ტრაფარეტები კი სეზონების წარწერებით,ფლიპჩარტები,ფერადი ფანქრები,ფლომასტერები,წებო,ფერადი ფურცლები,ყუთი,კალათა,პატარა,დაკეცილი ბარათები სეზონების მიხედვით.
მეთოდები
ინდივიდუალური და წყვილებში სამუშაოები, კეთებით სწავლება, პრეზენტაცია.
შეფასება
ვიყენებდი როგორც ინდივიდუალურ,ასევე ჯგუფურ შეფასებას.
მოსწავლეებს გაკვთილის მსვლელობისას მივეცი განმავითარებელი შეფასებები,ხოლო გაკვეთილის დასასრულს-განმსაზღვრელი.
ასევე შემუშავებული მქონდა შეფასების რუბრიკა.
მასწავლებლის ნააზრევი
ინდივიდუალურად მუშაობის დროს მოსწავლეები სწავლობენ დამოუკიდებლობად მუშაობას,ფიქრს,ეძებს სწავლის გზებს.
ჯგუფური მუშაობის დროს სწავლობს შეთნხმებას,სხვისი აზრის პატივისცემას,გათვალისწინებას,დათმობას,უყალიბდება მოსმენის კულტურა.
კონკრეტული ასაკობრივი ჯგუფისთვის ამ თემის სწავლა საჭიროა,როგორც ამ უნარების განსავითარებლად,ისე ინფორმირებულობისთის,რომ შემდეგ ამ ცოდნაზე დაშენდეს უფრო ღრმა ცოდნა.


Comments